Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

WSJ: ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა რომან აბრამოვიჩს სანქციები არ დაუწესოს, მოლაპარაკებებში მისი როლის გამო

ამერიკული გამოცემის Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა ოლიგარქ რომან აბრამოვიჩზე. როდესაც სანქციების ამოქმედების დრო დადგა, რომელიც გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირთან თანხვედრაში იყო, თეთრი სახლის ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ მოითხოვა მისი შეჩერება.


გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს ურჩია, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ არ შემოეღოთ სანქციები, რომელიც შეიძლება, გახდეს სასარგებლო შუამავალი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. 


„ჩვენ არ ვაპირებთ გავასაჯაროვოთ პრეზიდენტების ბაიდენისა და ზელენსკის პირადი საუბრები", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და უკრაინის საელჩომ ვაშინგტონში, არ უპასუხეს გამოცემის თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი ამ საკითხზე. 


აბრამოვიჩის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „მოლაპარაკებების და მისი წარმატების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ღირს არც თავად პროცესზე და არც მასში აბრამოვიჩის მონაწილეობაზე კომენტარის გაკეთება". პრესსამსახურის ცნობით, ის ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება მალე, მშვიდობის დასამყარებლად. 


Wall Street Journal-ი წერს, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში, მას შემდეგ ჩაერთო, რაც უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო კრემლთან დაახლოებულ ხალხთან კომუნიკაცია, იმ იმედით, რომ ისინი გახდებიან პუტინთან დამაკავშირებელი არხები. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური პირი უნდა გამხდარიყო რუსი ტელეპროდიუსერი ალექსანდრ როდნიანსკი. წყაროს ცნობით, სწორედ, ის დაუკავშირდა აბრამოვიჩს. 






რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 24 თებერვლიდან, ორივე მხარის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. რუსეთი ომის დასრულების პირობად მოითხოვს უკრაინის „ნეიტრალიტეტს“, ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის და მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის აღიარებას.


უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს ომში თავისი ქვეყნის კაპიტულაციის მიღებას. მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ულტიმატუმის მიღება. მან გამორიცხა ქალაქების კიევის, ხარკოვის და მარიუპოლის რუსეთისთვის დათმობა.


Suspilne-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად, საჭიროა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ნებისმიერი ფორმატით.“ „ამ შეხვედრის გარეშე, მე ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არიან მზად ისინი, რათა ომის შეწყდეს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus