მარიუპოლის დამცველები რუსეთის არმიის აგრესიას წინ უდგანან - ევროპის კავშირი რუსეთს "მასიური ომის დანაშაულის" ჩადენაში ადანაშაულებს
მარიუპოლზე თავდასხმებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და სტრატეგიული საპორტო ქალაქი ნანგრევებად აქცია. მაშინ, როცა მარიუპოლის უკრაინელი დამცველები სასიკვდილო თავდასხმის მოსაგერიებლად იბრძოდნენ 21 მარტს, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს და გააფართოვეს შეტევები სხვაგან, მათ შორის დედაქალაქზე, კიევზე, სადაც საჰაერო თავდასხმამ სავაჭრო ცენტრსა და ახლომდებარე საცხოვრებელ შენობაში სულ მცირე, რვა ადამიანი იმსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დაუმორჩილებელი დარჩა - ხელისუფლებამ უარყო რუსეთის ულტიმატუმი მარიუპოლის დანებების შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს დათმობს სხვა ქალაქების სტრატეგიულ ნავსადგურებს, მათ შორის ხარკოვსა და დედაქალაქ კიევს.
21 მარტს ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში, ზელენსკიმ მოსკოვი თავისი ქვეყნის "განადგურების" მცდელობაში დაადანაშაულა.
"უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ჯერ ჩვენ უნდა გაგვანადგუროთ, და მერე იქნება მათი ულტიმატუმი შესრულებული". მან თქვა, რომ რუსებს უნდოდათ, რომ უკრაინას "გადაეცა" ქალაქები: კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი, მაგრამ ვერც უკრაინელი ხალხი და "ვერც მე, როგორც პრეზიდენტი, ამას ვერ გავაკეთებთ". როცა ომი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრით დაიწყო 24 თებერვალს, თავის მეოთხე კვირაში გადავიდა, არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების გარშემო.