Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში აშშ-ის ელჩი კრემლის საგარეო უწყებაში დაიბარეს იმის გამო, რომ ბაიდენმა პუტინს “ომის დამნაშავე უწოდა“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი გამოიძახა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უწოდა „ომის დამნაშავე“ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო.


სამინისტროს 21 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დემარში გამოაცხადა და ელჩს გადასცა ნოტა, სადაც გამოხატულია პროტესტი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის ამასწინანდელი „მიუღებელი გამონათქვამის“ გამო. "აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი გამონათქვამმა, რომელიც არ შეეფერება მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა გაწყვეტის პირას მიიყვანა,“ დასძენენ ნოტის ავტორები.


ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის „ომის დამნაშავე უწოდა“. ერთი დღის შემდეგ მან პუტინს უწოდა „ნამდვილი ბანდიტი“ და "მკვლელი დიქტატორი“, თუმცა "ომის დამნაშავე" აღარ უხსენებია.


თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, განაცხადა, რომ ბაიდენი „გულიდან ლაპარაკობდა“ მას მერე, როცა ტელევიზიით იხილა „უცხო სახელმწიფოში შეჭრილი სასტიკი დიქტატორის ბარბაროსული ქმედება“.


24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ დაბომბა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი, საავადმყოფო, სკოლები და საცხოვრებელი სახლები. რუსეთი უარყოფს, რომ ცეცხლის უშენს სამოქალაქო პირებს, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რაც საპირისპიროს ასაბუთებს მედიის, თვითმხილველების და უკრაინის შიგნით სოციალური ქსელებით გავრცელებული გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus