Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ”

სა­ქარ­თვე­ლო­ში 6.2 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მის­წძვრა მოხ­და. “დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, თეა გო­დო­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­და­რე­ბით მცი­რე სიმ­ძლავ­რის ბიძ­გე­ბი, ე.წ. აფ­თერ­შო­კე­ბი, ვი­ნა­ი­დან თავ­და­პირ­ვე­ლი მი­წისძვრა ძლი­ერ მი­წისძვრა­თა კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

აღ­სა­ნი­შან­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წი­სიძ­ვრის ეპი­ცენ­ტრიც, რო­გორც ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი არა­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ფე­ლი სა­მე­ბა იყო.

გახ­შირ­და თუ არა რე­ა­ლუ­რად მი­წისძვრე­ბი ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე და აქვს თუ არა სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას? – ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორს, სე­ის­მო­ლოგ ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილს

“ბოლო წლებ­ში, რაც სე­ის­მუ­რი ცენ­ტრე­ბი გან­ვი­თარ­და, ბევ­რს რჩე­ბა შთა­ბე­ჭი­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და. ად­რეც ხდე­ბო­და ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი სიხ­ში­რი­თაც, მაგ­რამ მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი მას­შტა­ბი არ იყო. ახლა სე­ის­მურ ცენ­ტრებს არ­ცერ­თი, თუნ­დაც, და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა არ გა­მორ­ჩე­ბათ და მოხ­დე­ბა თუ არა, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში იდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ ეს მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა”, – ამ­ბობს ambebi.ge – სთან სე­ის­მო­ლო­გი.

“ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნის აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით. კერ­ძოდ, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ფილა ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას, ჩვენ კი ამ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შე­ჯა­ხე­ბის ზოლ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ რე­გი­ო­ნის­თვის ძი­რი­თა­დად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად ხშირ­დე­ბა ხოლ­მე და შემ­დეგ ისევ იკ­ლებს. წე­სით, უხა­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ“, – ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. რამ­დე­ნად სა­ში­შია ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის დი­ნა­მი­კა ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის? – ამ კი­თხვა­ზე სე­ის­მო­ლოგს ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს – “მშვი­დად შე­უძ­ლია იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც კარ­გად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ”. ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პროგ­ნო­ზით, რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus