Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოელ ექიმებს ელოდებიან

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილთან უცხოეთიდან აპირებენ ექიმები ჩამოსვლას.


„ამ დღეებში ელოდებიან რამდენიმე ექიმს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები“, - აღნიშნა ყიფშიძემ. ექიმების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


ყიფშიძის თქმით, უცხოეთიდან ექიმების მოწვევის მიზეზი გახდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ არ მკურნალობენ.


სააკაშვილი, ასევე, მოინახულა ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ. როგორც მან გაიხსენა, ყოველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას გარკვეული გამოცდილებით, თუმცა, ექიმის შეფასებით, ასეთი კლინიკა საქართველოში არ არის. ამიტომ, ოთარ თოიძე ამბობს, რომ გადაწყდა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.


თოიძემ ილაპარაკა სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც. „ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია. ვშიშობთ, რომ არ მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული დაავადება, - აღნიშნა მან და დაამატა, - გამოიკვეთა ნეიროპათია ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ გრძნობს იატაკს, უჭირს, შესაბამისად, გადაადგილება. ნათხემის დისფუნქციასთან ერთად, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს და იმ სეგმენტებში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი“. ექიმი ფიქრობს, რომ ეს არის ნეიროდერმიტი.


თოიძის თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ მიმდინარეობს იმ პრეპარატებით (B6 ჯგუფის პრეპარატები), რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია.




საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus