აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს
ოპოზიცია ასლან ბჟანიას ადანაშაულებს „საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში“ და პარლამენტისგან ითხოვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედება, რომლის განხილვის განმავლობაშიც ასლან ბჟანიას არ ექნება შესაძლებლობა განახორციელოს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივები“, - ნათქვამია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, რომელიც მოსახლეობას 21 დეკემბერს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ გააცნო.
აფხაზეთის ოპოზიცია მოითხოვს ასევე, რომ შეიზღუდოს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობები, გაუქმდეს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო მთავრობის წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.