Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაიკლ მაკფოლი: რუსეთის მომზადებულ შეთანხმებას მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვალდებულება უნდა დაემატოს

მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, მიიჩნევს, რომ 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ორი შეთანხმების პროექტს ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, უნდა დაემატოს რამდენიმე მუხლი რუსეთის ვალდებულებების ჩამონათვალით, კერძოდ: 



• მუხლი 1. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს მისი ჯარი მოლდოვიდან და სრულად აღადგინოს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი;

• მუხლი 2. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოდან, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სრულად აღადგინოს საქართველოს სუვერენიტეტი;

• მუხლი 3. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალა უკრაინიდან, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და სრულად აღადგინოს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი;

• მუხლი 4. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს ისკანდერის სისტემის რაკეტები კალინინგრადიდან.




ამ და სხვა შესაძლო ვალდებულებების შესახებ ამერიკელი დიპლომატი წერს მიერ თავის ტვიტერში და დასძენს, რომ მის შედგენილ ზოგიერთ მუხლს " აკლია ნიუანსები (ეს ტვიტერია!) და შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მაგრამ სწორედ ამიტომაა საჭირო მოლაპარაკებების გამართვა. პუტინმა წამოადგინა თავისი მისწრაფებების სია. აგერ არის ჩემი, ახლა, მოდი, დავიწყოთ მოლაპარაკებები ორი დოკუმენტის გარშემო", - წერს მაიკლ მაკფოლი.


17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.






ზუსტად ანალოგიური ფორმულირებაა შეტანილი მოსკოვის მიერ მომზადებულ, რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების პროექტშიც იმ განსხვავებით, რომ მასში ნახსენები არ არის უკრაინა და ამიერკავკასია.



„აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტში.


აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.




აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთი „უზარმაზარი შედეგების“ თაობაზე გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს.



აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.



როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრან. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.



რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus