Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, განაცხადა, რომ თავისი პირველი ვიზიტისას აშშ-ში ახალ რანგში, მან სამხედრო დახმარება მოითხოვა რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე.


ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის საელჩოში, ვაშინგტონში, 19 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის მეორე დღეს, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება თავისი საჰაერო და საზღვაო საშუალებების გაძლიერება რუსეთის მუქარების შესაჩერებლად.


"[რუსეთის] აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საფასური ძალიან მაღალი იქნება", - განაცხადა მან თარჯიმნის მეშვეობით.


თუმცა რეზნიკოვმა უარი განაცხადა იმის დასახელებაზე, თუ კონკრეტულად რა მოითხოვა შეერთებული შტატებისგან. 


უფრო ადრე, ამ თვეში, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა მის საზღვართან 90 000 სამხედრო მოსამსახურე შეკრიბა, რამაც გამოიწვია დასავლეთის შეშფოთება კრემლის მხრიდან ქვეყანაში შესაძლო შეჭრის შესახებ.


რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და მხარს უჭერს მებრძოლებს უკრაინის აღმოსავლეთის ორ პროვინციაში. კონფლიქტმა, რომელიც დღემდე გრძელდება, სულ მცირე, 13200 სიცოცხლე იმსხვერპლა.


უკანასკნელი ინციდენტისას, უკრაინამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი პრო-რუსული სეპარატისტის მიერ იქნა მოკლული აღმოსავლეთში.


რუსული აგრესიის გამო აშშ-მა დაიწყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება, მათ შორის სასიკვდილო ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ დოლარს შეადგენს წელიწადში.


რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მან "ძალიან ძლიერი" დაპირება მიიღო ოსტინისგან, რომ აშშ-ი უკრაინასთან "მხარდამხარ" იქნება. 18 ნოემბერს რეზნიკოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ყურადღებით აკვირდება" რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის საზღვართან და  "მტკიცე მხარდაჭერა" გამოხატა ამ ქვეყნის მიმართ.


რეზნიკოვი, 55 წლის ყოფილი იურისტი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრად 4 ნოემბერს დაამტკიცეს. მან ანდრი ტარანი შეცვალა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus