Мы в Telegram
Добавить новость

Юрист Слащев назвал задержание врачей из клиники Хайдарова ошибочным

90% агропромышленных грузопотоков приходится на коридоры с дружественными странами

Игрок "Спартака" Маслов заявил, что команда провалила сезон

Россия учтёт индийский "запретительный" опыт при развитии беспилотников

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა

სააკაშვილის ადვოკატების განმარტება 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა ევროსასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება.

გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და ადვოკატებს მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. „რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, თუმცა იქვე დაამატა, - სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამ მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს“.

როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას,  მყისიერად აცნობოს  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებაში.

„სტრასბურგის სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც. და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ მისი ადეკვატური მკურნალობა, რეაბილიტაცია და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი“, - ამბობს გვარამია.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარემ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ეხება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების მდგომარეობას.

„24 ნოემბერს ეს ინფორმაციები შეჯერდება და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. მაღალი ალბათობით“, - თქვა გვარამიამ.

ადვოკატის თქმით, აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად.

„ჩვენ მოხარული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი: ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, არის საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტი“, - თქვა მან. მან დააზუსტა, რომ სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას.

გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

იუსტიციის მინისტრის განმარტება 

სტრასბურგის სასამართლოს პასუხს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.

რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ

სტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც რატი ბრეგაძემ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ 10 ნოემბერს სასამართლომ, მორიგე მისამართლემ, გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და სწორი პროცედურების წარმართვის მიზნით, მოუწოდოს მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებიდად განხილვამდე]

წერილის თანახმად, სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივანის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივანის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების  პერიოდისთვის.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას.

სააკაშვილის ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად სარჩელის სრულყოფისთვის ვადა 8 დეკემბრამდე განესაზღვრა. 

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава Химок Дмитрий Волошин наградил работников НПО «Энергомаш»

Россия учтёт индийский "запретительный" опыт при развитии беспилотников

Не только ипомея трехцветная: вот за какие растения на участке могут поплатиться россияне

Юрист Слащев назвал задержание врачей из клиники Хайдарова ошибочным

Музыкальные новости

Центральная Азия под лупой. Эксперты обсудят миграционные проблемы

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Никакой магии! В спортивном прогнозировании не бывает безусловных выигрышных стратегий

В Армении прошел крупнейший на постсоветском пространстве «Бессмертный полк». Видео. Фоторяд

Новости России

Глава Химок Дмитрий Волошин наградил работников НПО «Энергомаш»

RT ПРЕДСТАВИТ ПРЕМЬЕРУ ДОКУМЕНТАЛЬНОГО ФИЛЬМА О ВЗЯТИИ АВДЕЕВСКОГО ТЕРРИКОНА

Игрок "Спартака" Маслов заявил, что команда провалила сезон

Юрист Слащев назвал задержание врачей из клиники Хайдарова ошибочным

Экология в России и мире

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

Новая попытка азербайджанских вандалов исламизировать армянское культурное наследие в оккупированном Шуши

Пермский край, Суксунский район

Спорт в России и мире

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме

Хачанов проиграл Табило в 1/8 финала «Мастерса» в Риме

Медведев с трудом одолел 121-ю ракетку мира на турнире в Риме

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Под зеленым куполом

«Байкал Сервис» открыл новый терминал площадью почти 4500 кв. м на юго-востоке Москвы

В Армении прошел крупнейший на постсоветском пространстве «Бессмертный полк». Видео. Фоторяд

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне











Топ новостей на этот час

Rss.plus






Россия учтёт индийский "запретительный" опыт при развитии беспилотников

Не только ипомея трехцветная: вот за какие растения на участке могут поплатиться россияне

Воробьев: методику обеспечения сирот жильем улучшат в Подмосковье

90% агропромышленных грузопотоков приходится на коридоры с дружественными странами