Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დოლიძე: „კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო

„კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული, – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ანა დოლიძემ მოსამართლეთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმად სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ყველა მოსამართლე არ იზიარებს.

დოლიძის შეფასებით, ამ პერიოდში სასამართლოში არიან კომპეტენტური კადრები, რომლებსაც „კლანი“ გასაქანს არ აძლევს.

„16 მოსამართლის მიერ „კლანის“ წინააღმდეგ წასვლა, არის ბრწყინვალე და დამაიმედებელი ტენდენცია. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მოსამართლეთა გარკვეული გაერთიანება ხმას იმაღლებს და უპირისპირდება მმართველ ტენდენციებს, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ამ სისტემაში გაზაფხული მოახლოვდა. მანამდე ჩვენ ნანახი გვქონდა ერთი-ორი უკმაყოფილო განცხადება, რომელიც უფრო სიგნალი იყო, რომ სასამართლოში არის ხალხი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან. მთავარი ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც არ აპირებენ უკან დახევას. ისინი ჩვენ სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მილიონობით დოლარს და ევროს დებდნენ. ამ პერიოდში სასამართლოს ფარგლებში გამოიზარდა კომპეტენტური კადრები, რომლებსაც „კლანი“ გასაქანს არ აძლევს. ეს მოსამართლეები, რომლებიც დღეს პროტესტს აფიქსირებენ, გამორჩეულად კომპეტენტური კადრები არიან. როგორც ჩანს, „კლანმა“ ისეთი რაღაც გააკეთა, იმდენად პარანოიდულ ეტაპს მიაღწიეს, რომ ადამიანებმა ხმის ამოღება დაიწყეს. „კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული“, – განაცხადა დოლიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus