Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატოს სამიტზე შეათანხმეს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დაცვის გეგმა

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს ბრიუსელში შეათანხმეს რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან თავის დაცვის გეგმა.


დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზანი კვლავაც არის მოსკოვის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჩინეთის მოქმედებებს.


ნატოს სტრატეგია, რომელსაც კონფრონტაციული ხასიათი აქვს, მიმართულია ნებისმიერი სინქრონული თავდასხმისთვის მზადყოფნისთვის ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ბირთვულ იარაღს, კომპიუტერულ ქსელებში შეღწევას და შეტევას კოსმოსში, წერს Reuters-ი.


„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კავშირის გამყარებას, ვიყენებთ რა საუკეთესო და მოდერნიზებულ გეგმებს,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მონაწილეებმა ასევე შეათანხმეს ერთი მილიონი დოლარის მოცულობის საწყისი დაფინანსება ახალი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის.


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმას არ მიიჩნევენ გარდაუვალად.


სამიტის წინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დონემ კიდევ უფრო დაბლა დაიწია მორიგი დაპირისპირების შემდეგ, რის შედეგადაც ნატოში კრემლის წარგზავნილებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ, მოსკოვში კი დაიხურა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ოფისი.


თავად მოსკოვი უარყოფს დასავლეთის მიმართ აგრესიულ გეგმებს და აცხადებს, რომ ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციის რისკებს სწორედ ნატო ქმნის თავისი სამზადისით.


ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინაში ნატოს სამხედრო ყოფნა. მისი თქმით, „უკრაინის ნატოში ოფიციალური გაწევრიანება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ტერიტორიის სამხედრო ათვისება უკვე მიმდინარეობს“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus