Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ყიფშიძის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით რუსთავის #12 დაწესებულებაში რეანომობილი დააყენეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც წინა დღეს.


ამჟამად ყველაზე აქტუალური საკითხი სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციას ეხება. „სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემა არის სად? როგორ? და როდის? ალბათ შეიძლება ხვალ ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს კიდევ კითხვაა.  გლდანში გადაყვანის საკითხი უკავშირება მთელ რიგ პრობლემებს. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. უსაფრთოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან უსაფრთხო გარემო არ იქნება მისთვის“, - ამბობს ყიფშიძე.


22 ოქტომბერს ექიმი გეგმავს სახალხო დამცველთან შეხვედრას და ჰოსპიტალიზაციის საკითხის განხილვას. ამ თემაზე ყიფშიძე ნინო ლომჯარიას აქამდეც ელაპარაკა.


ექიმი დადებითად აფასებს ციხის ადმინისტრაციის მიერ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური რეანომობილის მიყვანას. მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს დახმარებას გაუწევენ ადგილზე და გადაიყვანენ კიდეც. თუმცა ექიმისთვის უცნობია, რეანომობილით სად გადაიყვანენ მას.


ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, მას გადაიყვანენ თუ არა საავადმყოფოში.




20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაასახელა ის ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს მკურნალობა. „თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს“, - თქვა მან.




საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.


მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus