სახემწიფო დეპარტამენტი სააკაშვილზე: მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით
„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას გააცნო ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული.