იაკუტიელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც 2019 წელს თავისი ცნობილი მოსკოვისკენ ფეხით მსვლელობა წამოიწყო "პრეზიდენტ პუტინის კრემლიდან გამოსადევნად", იძულებითი მკურნალობის მიზნით საგამოძიებო იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ სიბირ.რეალიის გაბიშევის ადვოკატმა, ალექსეი პრიანიშნიკოვმა აცნობა, რომლის თანახმად, შამანი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ძალაში შევიდა ფსიქიატრულ კლინიკაში მსჯავრდებულის იძულებითი მკურნალობის შესახებ გამოტანილი განაჩენი.
მანამდე სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის არგუმენტები, რომლის თანახმად არ დასტურდება შამანის დანაშაული ექსტრემიზმისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ და ასევე ექსპერტიზის დასკვნა გაბიშევის შეურაცხადობის თაობაზე.
მარტში სასამართლომ გაბიშევი "მენტალურად არამდგრადად" ცნო და მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების ბრძანება გასცა. ეს განაჩენი გაასაჩივრეს გაბიშევის ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა.
გაბიშევის სახელი მედიაში პირველად 2019 წლის მარტში გამოჩნდა - როცა მან პუტინს "ბოროტება" უწოდა და გამოაცხადა, რომ იწყებდა მსვლელობას მოსკოვისკენ, რუსეთის პრეზიდენტის განდევნის მიზნით.