ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც 5 სექტემბერს ასრულებდა A9 681 - თბილისი-ვენის რეისს, მშვიდობიანად დაეშვა ვენის აეროპორტში საღამოს ათი საათისთვის.
თვითმფრინავი, თავდაპირველად, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ავარიულად დაჯდა.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე შეექმნა პრობლემები და ტექნიკური გაუმართაობის გამო, „პილოტმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ და საწვავის იძულებით დახარჯვის შემდეგ, დაეშვა თბილისის აეროპორტში.
მოგვიანებით რომან ბოკერიამ გაავრცელა ცნობა, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია. ავიაკომპანიის ფეისბუკგვერდის თანახმად, ტექნიკური შემოწმების შემდეგ, 45 წუთში, თვითმფრინავმა შეძლო გაფრენა ვენაში.
რეისი განხორციელდა და თვითმფრინავი დაჯდა ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტში.