საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მომდევნო საათები ქაბულში და მის აეროპორტში უკიდურესად სახიფათო იქნება. დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ ქაბულის აეროპორტის გარშემო სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა. „ჩვენ ძალიან დაძაბული სიტუაციის წინაშე ვდგავართ და კოორდინაციას ვახდენთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან. შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს“, – განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საფრანგეთის ელჩი ავღანეთში არ დარჩება.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ცოტა ხნის წინ ორი თავდასხმა მოხდა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.