Добавить новость

Рука Запада? Анкара помогла Москве предотвратить новый теракт. В Турции уверены – боевики не обошлись без помощи США

Выставка «Вклад Узбекистана в победу над фашизмом» открылась в Москве

Вдова режиссера Эльдара Рязанова Эмма Абайдуллина умерла в 83 года

Журналистке Кеворковой продлили содержание в СИЗО

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქაბულში ჩარჩენილები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აგვისტოს

ვითარება ავღანეთში - ბაიდენმა ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა

ავღანეთში თალიბანის გაბატონების შემდეგ შვებულება შეწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდანმა და წუხელ განცხადება გააკეთა ბოლო დღეების მოვლენებზე. ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება. მისი თქით ვაშინგტონის მისია ავღანეთში ყოველთვის იყო ორიენტირებული ტერორიზმის დამარცხებაზე და არა "ქვეყნის აშენებაზე".

"ბოლო კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ აშშ-სი სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკული ჯარები ვერ და არ იბრძოლებენ, არ მოკვდებიან იმ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანურ ჯარებს არ სურთ", - თქვა ბაიდენმა.

მან თალიბანი გააფრთხილა და და განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილ აშშ-ის მოქალაქეებს თუ თავს დაესხმებიან, ამერიკის პასუხი იქნება "სწრაფი და ძალისმიერი". 

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზეც იმსჯელეს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე. საბჭომ თალიბანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მტრული გარემოს შექმნა და ყველა მხარეს მისცეს უსაფრთხო ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

მას მერე რაც ქაბული თალიბანმა დაიკავა და ქვეყნიდან გაიქცა პრეზიდენტი, ცარიელდება დიპლომატიური „მწვანე ზონები“. უცხოელების ნაწილი უკვე გაფრინდა ქვეყნიდან. მათ შორის კი ვინც ისევ რჩება - 22 ქართველიცაა. 

ამ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეები ისევ ქაბულში იცდიან. ავღანეთიდან მათი გადმოყვანა სპეციალური ავიარეისით იგეგმება. იქ მყოფ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს თემო ელიკაშვილს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ლელა კუნჭულია ესაუბრა. ის ყოფილი სამხედროა, ავღანეთში მსახურობის გამოცდილებით. ახლა კი ამერიკული უსაფრთხოების კომპანიის GardaWorld-ის კონტრაქტორია.

მისი თქმით ქართველები ერთად არიან ბაზაზე შეკრებილები, რომელიც აეროპორტისგან მოშორებით მდებარეობს. დანიშნულების ადგილამდე გადაადგილება კი საშიშია.

თემო ელიკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ქალაქში სროლები შეჩერდა. ქუჩებში თალიბანი პატრულირებს. მისი თქმით ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ არავინ იცის შემდეგ რა მოხდება.

წაიკითხე ინტერვიუ სრულად აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება ავიაკომპანიებს ურჩევს, არ შევიდნენ ავღანეთის საჰაერო სივრცეში

ქაბულის აეროპორტში ევაკუაცია შეწყდა, ადამიანების დაღუპვის და ქაოსის ფონზე

მსოფლიოს ქვეყნები თალიბებს მოუწოდებენ, ავღანეთიდან ყველა მსურველი გაუშვან

გერმანია ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ქაბულიდან ევაკუაციაში დასახმარებლად

ავღანეთში რუსეთის ელჩი თალიბებთან გამართავს შეხვედრას პერსონალის უსაფრთხოებაზე

ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის „ნებას და არჩევანს“

აშშ-ის პოლიტიკა კრიტიკის სამიზნეა, ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფონზე

საწოლების საწყობი თუ საველე ჰოსპიტალი კოვიდპაციენტებისთვის?

დიღმის ოლიმპიურ ბაზაზე, ფრენბურთის დარბაზში, 500 კოვიდპაციენტზე გათვლილი პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ჰოსპიტალმა საშუალო სიმძიმის პაციენტები უნდა მიიღოს.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სპორტულ დარბაზში გაშლილ ჰოსპიტალში მობილიზებულია კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად ყველა საჭირო დანადგარი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევებისათვის განკუთვნილი სივრცე, ჟანგბადის ე.წ. პორტები, რომლებიც ყველა საწოლს ახლავს თან. უწყების განმარტებითვე, ერთადერთი მომსახურება, რასაც საველე ჰოსპიტალი ვერ გაუწევს პაციენტებს, ეს იქნება ინტუბირება, ანუ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.

არსებობს თუ არა საკმარისი რაოდენობის, შესაბამისი კომპეტენციის, კვალიფიციური მედპერსონალი, მათ შორის, ექიმები და ექთნები, რომლებიც 500 პაციენტზე გაშლილ საველე ჰოსპიტალს მოემსახურებიან? ამ კითხვებზე პასუხი ბუნდოვანია. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, რომელმაც 16 აგვისტოს საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა, გვიპასუხა:

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი წითელ ჯვართან, მათთან ერთად ვახდენთ ექიმების მობილიზებას. ასევე არსებობს ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება აღნიშნული მიმართულების. შესაბამისად, ვერ ვხედავთ პრობლემას. ჩვენ გვაქვს ძველი გამოცდილება, წარსული ათწლეულების მანძილზე, რომელიც ამ მომენტში დარჩენილია“.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

ავტომანქანაში ჩაცხრილეს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა

კახეთში ავტომანქანაში მოკლული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა.

სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაცხრილული პირები თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ამავე ინციდენტის მონაწილე კიდევ ორი პირი დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

 

 

საკონტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაგრძელდება

ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეს უკვე თბილისში ჩატარდება. 18 აგვისტოს კი კომისია დაასრულებს მუშაობას, შეაჯამებს პროცესს და დაიწყება საპარლამენტო პროცედურები.

გუშინ კი ქუთაისში ცვლილებები განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობისა და იმ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროექტის ინიცირებას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან გაერთიანება „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 2%-იანი იქნება. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრების რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები.

ცვლილებები შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს და საუბარია კვორუმის გაზრდაზე.

წაიკითხე მეტი.

 

ისრაელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ეკატერინე ტიკარაძე ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჩაიშალა მედიკამენტის საქართველოში შესაძლო გამოცდის პროცესი.

„ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხე მეტი.

 

SpaceX-ი საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად პროცედურებს დაიწყებს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. ცნობის თანახმად, კომპანია საქართველოს განიხილავს საპილოტო ქვეყნად, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება.

„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად, განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტო ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან განიხილება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, - ნათქვამია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხე მეტი.

 

ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?

აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც მოლა ბარადარს უწოდებენ, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია. როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაწესების შემდეგ სწორედ მის ხელში იქნება ქვეყნის მართვის მთავარი სადავეები.

ბარადარი - თალიბანის ყველაზე უფრო საჯარო სახე - ხელმძღვანელობდა თალიბების ჯგუფს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან ხელი მოაწერა საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების თაობაზე.

1968 წელს პროვინცია ურუზგანში დაბადებული ბარადარი არის პუშტუნი ტომების გაერთიანება დურანის წარმომადგენელი, პოპალზაის ტომიდან. მას ერთ პერიოდში თალიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბარადარი პაკისტანში გაიქცა, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა ავღანეთში ჯარები შეიყვანა და დაამხო თალიბანის რეჟიმი.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 6 тыс подростков Подмосковья нашли временную работу на летний период

Посол: республика Перу нацелена увеличить экспорт какао и кофе в Россию

Выставка «Вклад Узбекистана в победу над фашизмом» открылась в Москве

Журналистке Кеворковой продлили содержание в СИЗО

Музыкальные новости

Более 500 спортсменов поучаствовали в фестивале «Спорт для всех» в Мытищах

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем

В Пулково задерживаются шесть рейсов

Новости России

Более 6 тыс подростков Подмосковья нашли временную работу на летний период

Посол: республика Перу нацелена увеличить экспорт какао и кофе в Россию

Журналистке Кеворковой продлили содержание в СИЗО

Рука Запада? Анкара помогла Москве предотвратить новый теракт. В Турции уверены – боевики не обошлись без помощи США

Экология в России и мире

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир бурятской сказки, которое не оставит равнодушным ни одного зрителя

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:

Россиянам предложили премиальные туры сразу в 2 страны: рейсы начнутся из 8 российских городов

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!

Спорт в России и мире

Самсонова обыграла Александрову и вышла в финал турнира WTA в Хертогенбосхе

Теннисисты Медведев и Рублев сохранили позиции в рейтинге ATP

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами

Овечкин, Яковлев, Фридзон и Мыскина сыграли в падел-теннис в Турции: «Победила дружба»

Moscow.media

Женщина провалилась в яму в центре Саратова. Начата проверка

Кинотеатр GOS-FILM: твой гид в мире фильмов

В России запустили бесплатного цифрового ЗОЖ-помощника

Hyundai привозит в Россию старый добрый седан по цене LADA Vesta











Топ новостей на этот час

Rss.plus






Рука Запада? Анкара помогла Москве предотвратить новый теракт. В Турции уверены – боевики не обошлись без помощи США

Опасный салат, вызвавший десятки отравлений, готовили рядом со свалкой. На месте были найдены тонны фасоли

Западные аналитики: "Мировой рынок токенизации ожидает кратный рост"

Вдова режиссера Эльдара Рязанова Эмма Абайдуллина умерла в 83 года