Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიაში მომხდარს ოფისის მეპატრონეზე ზეწოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი ფართს დატოვებენ.

აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ექცეოდა.

„სახელისუფლებო პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. ვისგანაც ოფისი ვიქირავეთ, მან დღეს გააკეთა განცხადება. ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი. მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რაც მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც სისულელეა. მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ოფისის გახსნას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ოფისი მოგვაქირაონ, ვერ ახერხებენ დაშინების და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.

ჩვენ ამ ადამიანის გვესმის და ვუთანაგრძობთ. ჩვენ გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. თუმცა ეს არ გახდება დამაბრკოლებელი, ეს ვერ გახდება მიზეზი, რომ მუშაობა შევაჩეროთ. თუ ყველა ადამიანს დააშინებენ რეგიონში რომ არ მოგვაქირაონ ოფისი, საკუთარ სახლებში გავხსნით ოფისს“,- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ამასთან, დღეს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოფისის მეპატრონემაც და აღნიშნა, რომ პარტიას მისი კუთვნილი ფართის დატოვებას პოლიტიკური სურათის ცვლილების გამო სთხოვს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus