ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. მათ დონბასსა და ყირიმში გართულებული სიტუაციისა და ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის მიერ ჯარის თავმოყრის ფონზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება ნათია ფანჯიკიძე.
“რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები? რატომ ვართ ასე უმნიშვნელოები, უხილავები, უჩინრები, არაფრები, რადიატორთანაც რომ არ ვმჯდარვართ და ჯონჯოლადაც რომ არ გამოვდგებით სუფრაზე?” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.