Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მონაზონი სოსანა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონასტრიდან გარიცხა

ჭყონდიდის ეპარქიის ცნობით, მიტროპოლიტმა სტეფანეს ბრძანებით, სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს. ისინი სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს მონასტრული წეს-განგების უხეშ და დემონსტრაციულ დარღვევებს.


მიტროპოლიტის ბრძანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მონაზონი სოსანა დაუკავშირდა მედიას და თქვა, რომ თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერში შესვლის საშუალება არ მისცეს. მონაზონი ამბობს, წასასვლელი არსად აქვს. 


„მე დილით ვთხოვე მონასტრის ახალ, სტუმარ წინამძღვარს, რომ მივდიოდი თბილისში. ვუთხარი, რომ დავბრუნდები კომენდანტის საათამდე და ჭიშკარი არ ჩამიკეტო, რაზეც ის დამთანხმდა და მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა ჩემი მოსვლა მონასტერში. როდესაც მოვედი, 9 საათს 10 წუთი აკლდა, დავრეკე და მითხრეს, რომ მეუფე სტეფანეს კურთხევა არის, რომ მონასტერში არ შემოგიშვან", - თქვა „TV პირველთან" საუბარში მონაზონმა სოსანამ და დაამატა - „მე მეტი წასავლელი არ მაქვს. ეს არის ჩემი სახლი. ის ჩვენი მონასტრის მორჩილების, დედების ხელით არის შექმნილი. სად უნდა წავიდე?! ამ წვიმაში ძაღლს არ გააგდებს ადამიანი". 




მიტროპოლიტმა სტეფანემ 29 მარტს მონაზონი სოსანა  მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პოზიციიდან გადააყენა. 


ათ წელიწადზე მეტია, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობს, მარტვილის მონასტრის წინამძღოლად კი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისი წინამორბედმა, თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად დატოვა.


გადაყენებამდე მიტროპოლიტმა ამ სიტყვებით მიმართა მონაზონ სოსანას: „შენ ვინ ხარ?! დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ?!" 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus