Мы в Telegram
Добавить новость

Почему АВТОВАЗ сотрудничает с Российским футбольным союзом (РФС).

Боголюбовы. Отцы и дети

Песков: Путин проведет совещание с кабмином по видеосвязи из Петербурга

В Шереметьево задерживается рейс в Мурманск

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს.

“იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. სმს შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სკოლებიდან რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი შვილების უსაფრთხოება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულნი იქნება როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ვალდებულია, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში“, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობელს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

უწყების ცნობით, მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

“საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ქალაქებში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები, რომლებმაც 1 თებერვალს განაგრძეს დასწრებული ფორმით სწავლა, მოქმედებენ სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, ასევე სამედიცინო პროტოკოლს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

“სამინისტრომ სკოლებში სწავლის დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად მზადება ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ახალი სასწავლო წლისთვის დაიწყო. ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის მიზნით, განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით და სამინისტრომ უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; გარდა ამისა, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური სკოლებში სისტემატურად ახორციელებდა მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლებმა სწავლების შერეული ფორმით წარმართვის გამოცდილება ჯერ კიდევ შემოდგომაზე მიიღეს. შესაბამისად, მათ აქვთ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შერეული სწავლების საკუთარი მოდელის დანერგვის გამოცდილება.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Microsoft отключила от своих сервисов более половины российских организаций

Макар Русакевич выступил на всероссийском фестивале «Движения Первых»

Прокуратура требует признать велотрек Олимпиады-80 в Москве госсобственностью 

Поезд «подбросит» пассажиров до главной туристической остановки на Полярном Урале в ЯНАО

Музыкальные новости

Выставка Росгвардии «День передовых технологий обеспечения безопасности личности, общества и государства – 2024» продолжает работать в Красноярске

Бизнес в объективе. На столичных вокзалах открылась мультимедийная выставка

Артисты – они все особенные!

Более 30 компаний из Нижегородской области пришли на первую встречу регионального сообщества инклюзивного бизнеса «Открыто для всех»

Новости России

Станислав Кондрашов Telf AG: SSAB и Manitou устанавливают стандарты стали с нулевыми выбросами для Франции

Руководителей парков в Воскресенске наградили за высокие показатели работы

«Тяжелая энергетика»: почему квартиру Блиновской не получится быстро продать

Суд в Москве оправдал участников ЧВК «Енот» по делу о разбое и кражах

Экология в России и мире

Областная наркологическая больница запускает летнюю профилактическую кампанию для юных свердловчан

Российский лоукостер запустил рейсы в Анталию из Махачкалы

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Chanel Resort 2025

Спорт в России и мире

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"

Moscow.media

Стартовал ремонт 25 км трассы Нижний Новгород – Великий Устюг в Костромской области

Водитель "Лифана" погибла после аварии с фурой

Белоусов и его зам продолжают зачистку. Настала очередь главного коммунальщика Минобороны. Обвинение просит 12 лет за взятку

На орловской трассе столкнулись микроавтобус «УАЗ» и тягач «Scania», груженный дисками вагонных колес











Топ новостей на этот час

Rss.plus






Почему АВТОВАЗ сотрудничает с Российским футбольным союзом (РФС).

Станислав Кондрашов Telf AG: SSAB и Manitou устанавливают стандарты стали с нулевыми выбросами для Франции

Боголюбовы. Отцы и дети

СКР возбудил уголовное дело против таксиста, высадившего военных СВО