დაანონსებულ აქციას აუქმებს „პატრიოტთა ალიანსი"
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები - კვლავ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უამრავი დაძაბულობის კერა შექმნა. ყველას ესმის და ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია საპროტესტო აქციებზე. ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც სრული აბსურდია. ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი თბილისიდან ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაცა შეთქმულებაზე", - ამბობს ინაშვილი.
ცესკო-ს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ 31 ოქტომბრის სსაპარლამენტო არჩევნებში აიღო ხმების 3,14 %.
სხვა ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქცის გამართვას 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავენ.