Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიწისქვეშა სამუშაოზე ვერ დასაქმდება მეშახტე რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამირან ბოჭორიშვილი, რომელმაც დილით დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა, ძველ პოზიციაზე მუშაობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამო ვერ შეძლებს. შპს „საქნახშირის" დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ავთანდილ ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოებზე ქვანახშირის მომპოვებელ იმ მეშახტეთა ჯანმრთელობის გადამოწმება დაიწყო, რომლებიც პენსიონერები ან საპენსიო ასაკს მიღწეულნი არიან. ასე მოხდა ამირან ბოჭორიშვილის შემთხვევაშიც.


„წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნით, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასაქმოთ მიწისქვეშა სამუშაოზე, რადგან მეშახტის ჯანმრთელობა საფრთხეშია. ჩვენ გავაცანით ეს გადაწყვეტილება, რომელიც ამირან ბოჭორიშვილისთვის მიუღებელი იყო და თქვა რომ არ ეთანხმებოდა. მივეცით დრო და სურვილის შემთხვევაში დამატებით კვლევის ჩატარების საშუალება, რაც განახორციელა კიდეც და იგივე დიაგნოზი დაუსვეს ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში“, - თქვა ავთანდილ ბოჭორიშვილმა.


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში მეშახტე ამირან ბოჭორიშვილმა 21 ივლისს თვითდაზიანება მიიყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ადგილობრივი კლინიკიდან გაწერეს.


ამირან ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სადაც არსებულზე ნაკლები ანაზღაურება ექნება.


„900 ლარი არ მყოფნიდა, მე ვარჩენ ოჯახს, მე ვარ ერთადერთი დასაქმებული და 300 ლარი მეყოფა?! მოვითხოვე ხელფასის გაზრდა ან ძველ პოზიციაზე დაბრუნება“, - ამბობს ამირან ბოჭორიშვილი. მისი სიტყვებით, მარცხენა მკლავზე ორი ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, თავისი ქმედება რა შედეგს მოუტანს.


როგორც ამირან ბოჭორიშვილი ამბობს, 40 წელია შახტში სამთო-მომპოვებლად მუშაობს და 400 მეტრის სიღრმეში ქვანახშირის მოიპოვებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus