Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება

მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ოპოზიციის განცხადებებს ოხანაშვილმა არასერიოზული უწოდა და მათ მსგავსი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“ნამდვილად არ ვაპირებ, რომ “ოპოზიციის უშინაარსო განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან. მათ ვურჩევ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ 4 წელს შევქმნით.

ჩვენი გუნდისთვის კრიტერიუმები პირველ რიგში, არის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, საზოგადოების განწყობა, რეპუტაცია, პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus