Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში მეშახტე ამირან ბოჭორიშვილმა 21 ივლისს თვითდაზიანება მიიყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ადგილობრივი კლინიკიდან უკვე გაწერეს.


ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ შახტის ადმინისტრაციის შენობაში დილით ხელფასის მომატების მოთხოვნით მოვიდა. ის ეწინააღმდეგებოდა ადმინისტაციის გადაწყვეტილებას, მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სადაც არსებულზე ნაკლები ანაზღაურება ექნება.


„900 ლარი არ მყოფნიდა, მე ვარჩენ ოჯახს, მე ვარ ერთადერთი დასაქმებული და 300 ლარი მეყოფა?! მოვითხოვე ხელფასის გაზრდა ან ძველ პოზიციაზე დაბრუნება“, - ამბობს ამირან ბოჭორიშვილი.


მისი სიტყვებით, მარცხენა მკლავზე ორი ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, თავისი ქმედება რა შედეგს მოუტანს.


ტყიბულის შახტის ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაგა ისაკაძის ინფორმაციით, ამირან ბოჭორიშვილი ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის შესახებ ექიმის დასკვნის საფუძველზე სხვა სამსახურში გადაყვანას, რის შედეგადაც მისი ხელფასი დაახლოებით 40 %-ით მცირდება.


„მე თავად ვნახე რამდენიმე კვირის წინ გაცემული ექიმის დასკვნა და მას აქვს ქრონიკული ბრონქიტი, რის გამოც შახტში მუშაობა არ შეიძლება. პირადად გადავამოწმე სხვა ექიმებთანაც და ყველამ იგივე დამიდასტურა. ამ ცნობის საფუძველზე, შახტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ამირან ბოჭორიშვილს ზედაპირულ კომპლექსზე შესთავაზა მუშაობა. ვნახე მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომლითაც იგი თანახმა იყო სამსახურის ცვლილების, თუმცა დღეს რატომ მოხდა ინციდენტი, ჩემთვის უცნობია“, - აცხადებს გაგა ისაკაძე.


მომხდართან დაკავშირებით შახტის ადმინისტრაციაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus