Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ და ვუთხრა, შეიძლება, მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო”

მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ და ვუთხრა, შეიძლება, მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო. პანდემია რომ არ ყოფილიყო და არ ამოფარებოდით, საინტერესოა, რით გაიმართლებდით თავს, ან რაზე ისაუბრებდით, ან რას დააყვედრიდით საკუთარ ხალხს , – ასე მიმართა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რითაც მათი მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. მინდა მოგილოცოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე რაღაც ვალდებულება აქვს. კარგია, ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების წინ საკუთარი ხალხი გაგახსენდათ იმიტომ რომ, როგორც წესი, არჩევნების წინ გახსენდებათ ხოლმე, რომ უნდა გამოჩნდეთ, საკუთარ ხალხს დაელაპარაკოთ და რაღაც უთხრათ. სხვა დროს, პანდემიის პიკშიც კი არ მოგსვლიათ აზრად, რომ ადამიანებს დალაპარაკებოდით და გაგემხნევებინათ. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს გახსენდებათ საკუთარი მოსახლეობა და არჩევნებზე გასცემთ დაპირებებს, რომელსაც შემდეგ, როგორც წესი, არ ასრულებთ. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ და ვუთხრა, შეიძლება ეს ნამდვილად მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო. პანდემია რომ არ ყოფილიყო და არ ამოფარებოდით, საინტერესოა ან რით გაიმართლებდით თავს, ან რაზე ისაუბრებდით, ან რას დააყვედრიდით საკუთარ ხალხს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

„დიდი პატივისცემით მივმართავ ადამიანებს, ვინც ამ პანდემიის დროს ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას, მხედველობაში მყავს ექიმები და ეპიდემიოლოგები, მაინტერესებს, რა ესაქმებათ მათ ეპიდემიისა და პანდემიის დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე. რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველი გუნდი საარჩევნო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს. ჩვენ ვართ ასეთი ერთადერთი ქვეყანა, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“, დღევანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას.

ნათქვამი იყო, რომ თურმე არჩევანი უნდა გაკეთდეს ბნელ წარსულსა და დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს ბატონი ღარიბაშვილის სიტყვებია, რატომ გვთავაზობთ არჩევანის გაკეთებას წარსულსა და დღევანდელს შორის? საქართველოს მოსახლეობა განა უკეთესს არ იმსახურებს? მე იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა გონს მოეგება, არ წამოეგება პანდემიის ფარდაგადაფარებულ პროვოკაციას და არჩევანს არა მხოლოდ წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის, არამედ დღევანდელსა და უკეთეს ხვალინდელ დღეს შორის გააკეთებს.

თურმე ივანიშვილმა ერს ღირსება დაუბრუნა. თქვენ, ბატონო ბიძინა, ერს ღირსება წაართვით იმით, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდეთ, იმით, რომ იყიდეთ ორჯერ პრეზიდენტის სავარძელი, ყიდულობთ პარლამენტს, ჯიბეში იდებთ სასამართლოს, მოსახლეობას უჩენთ იმის განცდას, რომ თუ გაქვს ფული, ან ფულიანი ადამიანის ერთგული ხარ, ყველაფერი შეგიძლია და ყველაფერი მოსულა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus