პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.
ამ დროის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარს უჭერდნენ: "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" წევრები. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყო დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილიც. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.