Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კომპანია „ბურისმის“ საქმის დასახურავად უკრაინაში 6 მილიონი დოლარის ქრთამს იხდიდნენ

უკრაინის ნაციონალური ანტიტერორისტული ბიურო (НАБУ) აცხადებს, რომ მას მოეპოვება ფაქტობრივად დადასტურებული მტკიცებულება, თუ როგორ სთავაზობს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი 6 მილიონი დოლარის ქრთამს გაზის კომპანია „ბურისმის“ საქმის დასახურავად ანტიტერორისტული ბიუროს უფროსს, არტიომ სიტნიკსა და სპეციალური ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელს, ნაზარ ხოლოდნიცკის.


"რაც მე თავი მახსოვს, ეს არის უკრაინაში რეკორდული მოცულობის ქრთამი“- განაცხადა უკრაინის НАБУ-ს ხელმძღვანელმა არტიომ სიტნიკმა 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


 


მასთან ერთად კიევში პრესკონფერენცია გამართა ასევე სპეციალური ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ.


 


ქრთამის მიცემის საქმეზე დაკავებულია სამი პირი. მათ შორის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის კიევის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ილიაშენკო.


 


გავრცელებული ცნობით, ქრთამს იძლეოდნენ სკანდალურად ცნობილი გაზის კომპანია „ბურისმის“ (Burisma Holdings) და მისი დამაარსებლის, უკრაინის ეკოლოგიის ყოფილი მინისტრის, მიკოლა ზლოჩევსკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დახურვის მიზნით.


 


სიტნიკის თქმით, ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ, რომ ზლოჩევსკის წინააღმდეგ საქმე დაეხურათ 14 ივნისისთვის, როდესაც ექსმინისტრს დაბადების დღე აქვს.


 


უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოპერატიული მოსაზრებით გამოიყენა ყალბი დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რათა ქრთამის მიმცემები ფაქტზე დაეკავებინათ.


 


 


კომპანია „ბურისმა“აცხადებს, რომ მას არანაირი კავშირს არ აქვს ქრთამის მიცემასთან.


 


უკრაინული კომპანია „ბურისმა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას შეუჩერა 300 მილიონამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, თუ კიევი არ დაიწყებდა გამოძიებას მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, კომპანია „ბურისმასთან“ კორუფციული კავშირების გარშემო.


 


 


ჰანტერ ბაიდენი უკრაინის გაზის კომპანიის საბჭოს წევრი იყო, როცა ჯო ბაიდენს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.


 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი პირადი ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი, ჯო ბაიდენს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან აიძულა უკრაინის ხელისუფლება თანამდებობიდან გადაეყენებინა გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რათა შემწყდარიყო მის მიერ დაწყებული გამოძიება უკრაინული ენერგეტიკული კომპანია „ბურისმის“ წინააღმდეგ, რომელიც სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, იმხანად კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს.


 


13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სპეციალური ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ განაცხადა, რომ არც ერთ ბაიდენს არანაირი კავშირის არ აქვთ ქრთამის გადაცემის სავარაუდო მცდელობასთან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus