არაიკ (არა) არუთიუნიანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცი დადო
ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც 21 მაისს გაიმართა ქალაქ შუშაში, დაესწრო სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით.
არუთიუნიანმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იყო, 14 აპრილს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
სეპარატისტებმა, რომლებსაც სომხეთი უწევდა დახმარებას, მთიანი ყარაბაღი 1988-94 წლების კონფლიქტის შედეგად ჩაიგდეს ხელში და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა და ასეულათასობით იქცა ადგილმონაცვლე პირად.