Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ყაზახეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო წინამორბედ ნაზარბაევს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო თავის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს, - იუწყება 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო ბრძანება.


66 წლის ტოყაევი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი მარტში მოულოდნელად გადადგა. 79 წლის ნაზარბაევი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას ყაზახეთში კვლავაც მიიჩნევენ გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად. 


გამოქვეყნებული ბრძანება განმარტავს, რომ ტოყაევმა კონსულტაციები უნდა გამართოს ნაზარბაევთან სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელების და მინისტრების დანიშვნამდე, გარდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის პორტფელთა მფლობელებისა. იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც ახლა ნაზარბაევის ნებართვა ესაჭიროება, არის გავლენიანი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი - საბჭოთა პერიოდის უშიშროების მემკვიდრე. იგივე პროცედურის გავლაა საჭირო პროვინციების გუბერნატორებსა და სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებით. 


ტოყაევი თავის შემცვლელად პირადად ნაზარბაევმა შეარჩია და ის მარტში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. ყაზახეთის პრეზიდენტად ტოყაევის ინაუგურაცია ივნისში გაიმართა, არჩევნების შემდეგ. არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენცია სუსტი იყო, საერთაშორისო დამკვირვებლები კი "ფართომასშტაბიან საარჩევნო დარღვევებზე" წერდნენ. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus