Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება, – ამის შესახებ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა.

„როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან,“ – აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც ის ამბობს, მან წერილი მიიღო გახარიასგან, თუმცა, არასდროს არ უთქვამს ვის მიერაა დაწერილი.

„იმედია, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პროკურატურას დარჩა, გამოიძიებენ. ერთი წლის შემდეგ, ამ შენობის „დემონტაჟს“ გავაკეთებს ჩვენ, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები,“ – აღნიშნა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ წერილის შინაარსის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, ხაზარაძემ უპასუხა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს.

„მათგან განსხვავებით, მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მივენდოთ გამოძიებას, რომლის იმედი არ მაქვს, თუმცა, მაინც მივყვებით ყველა კანონით დადგენილ ქმედებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus