Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ევროპული საქართველო" მიესალმა Ryanair-თან "ექვსი წლით დაგვიანებულ კონტრაქტს"

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მიესალმა წამყვან, დაბალბიუჯეტიან ირლანდიურ ავიაკომპანიასთან, Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმებას.


21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა თქვა, რომ მისასალმებელია კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით ხელმოწერა.


კანდელაკის განცხადებით, თავის დროზე ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქცია და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევა სწორედ Ryanair-ისთვის მოხდა და მას ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნია.


მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ Ryanair-ის მიერ ავიარეისების დაწყებას აფასებს სერიოზულ სიგნალად ქვეყნის ეკონომიკისთვის.


„იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც გამოჩნდება ერთმნიშვნელოვნად მთავრობისთვის, რომ ფსონის დადება უნდა მოხდეს არა დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტებზე რუსეთიდან და ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაში ხალხის ფულის ხარჯვაზე, არამედ სწორედ ასეთ რაღაცეებზე თუნდაც დაგვიანებით, და მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტებზე დასავლეთ ევროპიდან“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.


დეპუტატის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი სერიოზულად ჩამორჩება დაგეგმილ სიმძლავრეს, რომელიც უნდა ყოფილიყო 2 მილიონი მგზავრი, დღეს ნახევარ მილიონამდეა და დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩენა აქვს ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს.


„იმედია, რომ ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილი სიმძლავრით ამუშავება და Ryanair-ის სრული მასშტაბით ამუშავება არათუ ამოავსებს დანაკლისს და გაანეიტრალებს რუსეთზე დამოკიდებულებას, არამედ იქნება სერიოზული ნახტომი ქვეყნის ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის“ - თქვა გიორგი კანდელაკმა.


21 აგვისტოს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა თბილისში გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება. ირლანდიურ ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.


პირველ ეტაპზე Ryanair-ის თვითმფრინავები იფრენენ თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებით. თბილისის ეროპორტიდან მილანისკენ 4 რეისი შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელისკენ 2-2 რეისი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus