Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები ერთობლივად მუშაობენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს ექსპერტებმა ტერიტორია დაათვალიერეს სოფელ ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში.


ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანულ მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობის შესახებ. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით.


მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების ჩატარება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტთა შეხვედრის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, 23 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი.


საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ, თბილისში დაიგეგმება სამთავრობო კომისიების სხდომა, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus