Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსულმა მედიამ აქტიურად გააშუქა "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნიას გაშვება

ათეულობით რუსული მედიასაშუალება გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ 20 აგვისტოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სამსახურიდან ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ.


რუსული საინფორმაციო სააგენტოების, ინტერნეტ-გამოცემების და ტელეარხების მიერ გავრცელებული ცნობების უმრავლესობა იწყება იმით, რომ „რუსთავი 2“-იდან დაითხოვეს წამყვანი, რომელმაც 7 ივლისს, პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა, ან იმით, რომ გაბუნიამ უარი თქვა პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.


სამსახურიდან გიორგი გაბუნიას გათავისუფლებას თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოეხმაურა რუსეთის პირველი არხის წამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებულ ლექსიკას მიუღებელს უწოდებს, საქციელს კი, ამორალურს. „ამ ტელეწამყვანს ჩემთან რომ ემუშავა, იმ აღმაშფოთებელი სიტყვების გამო დაუყოვნებლივ დავითხოვდი და არა თითქმის ორი თვის შემდეგ“ - წერს პოზნერი.


ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება იმის გარკვევასაც ცდილობს  შეუწყობს, თუ არა ხელს „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნიას გაშვება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი ანდრეი მედვედევი წერს, რომ ზოგიერთ კოლეგას გარკვეულ სიხარულს ამჩნევს გიორგი გაბუნიას გათავისუფლების გამო და ვარაუდებსაც ისმენს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დალაგდება, რაც მედვედევის თქმით, ძალიან უცნაურად ჟღერს.


რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დმიტრი ნოვიკოვი ახალი ამბების ფედერალურ სააგენტოს ეუბნება, რომ რუსეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა ბევრმა ადამიანმა ეს შესაძლოა, გარკვეულ პოზიტიურ სიგნალად აღიქვას, მაგრამ მოჰყვება, თუ არა ამას რეალიზაცია უცნობია. ნოვიკოვის განცხადებით, შეუძლებელია საქართველოს მმართველი ელიტის განწყობას პრორუსული უწოდო, თუმცა,  საქართველოს წარმომადგენლები საღად აზროვნებენ საიმისოდ, რომ  რუსეთთან კონფრონტაცია არ გამწვავდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus