Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრესსამსახური ავრცელებს, გუგუტიანთკარში მამუკა ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობდა - იუწყება მთავრობის პრესსამსახური.


„მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ“, - ვკითხულობთ პრესრელიზში ციტირებულ ბახტაძის სიტყვებს.


პრესსამსახურის ცნობით,  გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა.


მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა.


„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ  გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა.  ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით  ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.


მთავრობის პრესსამსახურისგან გუგუთიანთკარში ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობა 01:27 საათზე მივიღეთ.


მანამდე კი რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბახტაძე სოფელში დაახლოებით 21:30-ზე ჩავიდა და, სავარაუდოდ, იქ 30 წუთი დაჰყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus