პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას გამოჩენა გააპროტესტეს
ეს მაშინ მოხდა, როდესაც გიგი უგულავა აქციის მონაწილეებს შორის გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ სატელევიზიო ჩართვაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
საპროტესტო აქცია საღამოს 19:00 საათისთვის დაიწყო. აქციაზე სიტყვით არ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გამომსვლელები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და აქტივისტები არიან.
აქციის მონაწილეები უცვლელ მოთხოვნად თვლიან შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას. ისინი აცხადებენ, რომ ამ საკითხში კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.
ამასთან, დემონსტრანტების კატეგორიული მოთხოვნებია:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;
არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
პარლამენტის შენობასთან პოზიციები დაიკავეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა.