Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გახარია უნდა გადადგეს, დღეიდან იწყება ნერვების ომი, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია

საქართველო ისტორიაში გუშინდელი ღამე შევა როგორც გავრილოვის ღამე – ამის შესახებ განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მისი შეფასებით, 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენები იყო სამარცხვინო ქვეყნის ისტორიისთვის, რადგან კომუნისტი გავრილოვს გამო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაჩეხა.

გიგი უგულავა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რეზინის ტყვიები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული არ ყოფილა. უგულავას შეფასებით, მამუკა ბახტაძე არის “ლენჩი ადამიანი”, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება, რომელი ქვეყნის პრემიერია. გიგი უგულავას განცხადებით, მამუკა ბახტაძეს იმდენი გამბედაობაც კი არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას.

„ცხადია ეს ვერ იქნება ჩვენი სამიზნე და ამაზე არავინ არ აპირებს გაჩერებას. მორიგ კობახიძეს დაგვინიშნავს, აგერ უკვე საუბარია რომ თალაკვაძეს ნიშნავენ. ეს ხალხი ტყვიების წვიმაში იმიტომ არ უშვერდა თავს, რომ კობახიძე შეცვლილიყო ქართული ოცნების მორიგი გასაპნული სუბიექტით. ამიტომ ეს ბრძოლა გრძელდება. გახარიამ პირადად დაჩეხა ადამიანები, რომლებიც დღეს სიკვდილს ებრძვიან, ამიტომ გახარიას გადაყენება არის უპირობო მოთხოვნა. დღეიდან იწყება ნერვების ომი, გამძლეობის ომი და ნერვების ომი არც ერთ მთავრობას საკუთარ ხალხთან არ მოუგია,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ მოთხოვნებს შორის არის ასევე რიგგარეშე არჩევნები.

უგულავას შეფასებით, მოქალაქეთა პროტესტის პირველი შედეგი კობახიძის გადადგომაა, თუმცა ეს დასასრული არ არის. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus