Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ნუ მესვრი“ - სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში მოქმედ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა თბილისში დაშავებული ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გამართეს და უფლებების შელახვა გააპროტესტეს.


აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლება მედიის თავისუფლებაზე საუბრობდეს და ამავდროულად, ჟურნალისტებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდეს.


"ამ დროის მონაცემებით, მედიის 31 წარმომადგენელია დაშავებული. გუშინ მიზანმიმართული ნადირობა ხდებოდა მედიის წარმომადგენლებზე. ვგრძნობდით, რომ დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს", - განაცხადა ეკა ფხაკაძემ.


ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, 20 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ამბით „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა საუბარი სისხლიან ცხრა წელზე და ახლა ისტორიაში სისხლიანი შვიდი წელი ჩაიწერება.


"ჩვენ გვინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისიდან მივაწვდინოთ ხმა, რომ გუშინ ისინი იქცეოდნენ როგორც დამნაშავეები. მათ ხელი აღმართეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.


ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლება, რომელიც საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ესროდა ჟურნალისტებს. უამრავი ჟურნალისტია დაშავებული. ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. 7 წელი დაფიქსირდა როგორც სისხლიანი 7 წელი და 9 წელზე ამით საუბარი დასრულდა", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მედიასაშუალებების 31 წარმომადგენელი, რომლებიც აქციის დარბევის დროს დაშავდნენ;  მათ შორის არიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, "როიტერის" , "ტვ პირველის", საინფორმაციო სააგენტო "ონ.ჯი"-სა და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus