Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვი გამოძიებაში რუსეთის ჩართვას მოითხოვს

„რუსეთის მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს თბილისში მოწყობილი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად, თუმცა შექმნილი ვითარება არ უნდა აისახოს ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობაზე“, -  საინფორმაციო სააგენტო რეგნუმის ინფორმაციით, ამის შესახებ 21 ივნისს განაცხადა სერგეი გავრილოვმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრიფინგი რუსეთის ფედერაციის ქვედა პალატაში გამართა.


„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ აგრესიული და მტრული ქმედებები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რასაკვირველია, უნდა იქნას გამოძიებული“, - განაცხადა გავრილოვმა.


მისივე შენიშვნით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თბილისში მოწობილ არეულობაზე, თუმცა, როგორც გავრილოვი ამბობს, რუსეთის ფედერაცია, თავის მხრივ, ასევე მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ ძალადობრივი ღონისძიების მომწყობთა დასადგენად.


რუსი დეპუტატი თბილისში, 20 ივნისს მომხდარ ინციდენტზე გამოცემა „კომერსანტსაც“ ესაუბრა.


„იძულებული გავხვდით დაგვეტოვებინა პარლამენტი, გადავინაცვლეთ სასტუმროში, სადაც დავასრულეთ სხდომა. განვიხილეთ ჩვენს მიერ დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა დელეგაციამ, ყველა 25-ივე მეთვალყურემ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური განცხადება, რომ სესიას ვასრულებთ იმის გამო, რომ არ გვაქვს არც ნაყოფიერი მუშაობის პირობები და არც მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მოგვიხადა. ...როცა უკვე სასტუმროში ვიყავით და გამოვედით პრესასთან, თავს მაშინ დაგვესხნენ. სამწუხაროდ, უსარფთხოების სამსახურმა ვერ მოახერხა თავდასხმის თავიდან აცილება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა უნდა განსაზღვრონ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობა. მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის იმ წევრებისა, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებდნენ, რომ გვხოცავდნენ და მომავალშიც დაგვხოცავდნენ“, - უთხრა სერგეი გავრილოვმა „კომერსანტს“


  


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus