Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს დეპუტატის მანდატი.


მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორი არ იქნება, თუკი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგება და ის, როგორც ასამბლეის მასპინძელი და პროცესში ჩართული პირი თანამდებობაზე დარჩება.


„ეს ჩემი მხრიდან არ იქნება ადამიანურად სწორი საქციელი“ - თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი განცხადებით, პარლამენტში თანამდებობა არ აქვს და აქვს მხოლოდ დეპუტატის თავისუფალი მანდატი, რომლის დასატოვებლად მზად არის.


ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატია, ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს იმისთვის, რომ მანდატზე უარის გადაწყვეტილება მათთვის არ შეუთანხმებია.


ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა რუსეთის დუმის დეპუტატი, ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მედიას გადასცემს სხდომის დღის წესრიგს, რომლის თანახმად, სხდომა უნდა წაეყვანა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს.


„მოხდა ის, რომ პარლამენტის სპიკერატში, სადაც აპარატსაც უდგას რამდენიმე სკამი, მათ უცვალეს ადგილი და სპიკერატში აღმოჩნდა ორი სკამი. როცა დავინახეთ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მივმართე გენერალურ მდივანს და ვუთხარი, მეორე სკამი ვისთვის იყო განკუთვნილი. მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთი, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ჩვენ ვწყვიტავთ ამ ორგანიზაციულ საკითხებს“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


მისივე თქმით, ამ ფაქტით გამოწვეულ საზოგადოებრივ მღელვარებაზე პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ არა ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციამ უნდა აიღოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus