Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან - „ნუ გვესვრით“

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლების აქცია გამართა სახელწოდებით „ნუ მესვრი“. ისინი სასტვენებით და ტრანსფარანტებით ხელში აპროტესტებდნენ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქების დროს.


მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელზე მიმართვა გაავრცელეს და მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიმართვის ტექსტი ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა წაიკითხა:


„21 ივნისს თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ“.


მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ იმ სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამოსაცნობი ნიშნების უგულვებელყოფით დამიზნებით ესროდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.


აქციაზე მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალეს იმ 33 ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომლებმაც აქციის გაშუქებისას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.


მედიის წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მყისიერი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავთა ქმედებაზე.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის თქმით, თითოეული სამართალდამცავი რომელმაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა უნდა დაისაჯოს ადეკვატურად.


„ჩვენ მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ დაგვეხმარონ, მოახდინონ ზეწოლა მთავრობაზე, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული “

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus