Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თუ განმეორდება სისხლისღვრა, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში – მეუფე პეტრე აქციას შეურთდებ

მეუფე პეტრე, მის სამონაზვნო დასთან ერთად 20 ივნისის სისხლიან ღამეს აფხაზეთის მოვლენებს და 9 აპრილს ადარებს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ სისხლისღვრას, რომლებსაც ესროდნენ ზურგში, ისევე როგორც ეს მოხდა აფხაზეთში.

„საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეცდანიშნულების სამსახურებმა, ფაქტიურად, შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს, ყველაზე ჯანსაღი ერის, ყველაზე მართალი, ღირსეული და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც არანაირად არ იყვნენ პოლიტიზირებული და ეს ჩანს და რაც ეკუთვნოდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მე მიმაჩნია, რომ როგორც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი მიზანი ამ უბედურებისა იყო ქართველი მებრძოლი სულის, ახალგაზრდა თაობათა მოსპობა და გენოციდი და, ნაწილობრივ, ამას მიაღწია მტერმა. და ხშირი შემთხვევები მქონდა ასევე როდესაც ზურგიდან აფხაზეთში, ქართველების ზურგიდან იყვნენ დაჭრილი და მოკვდინებული. ასევე მაშინ როდესაც, ფაქტიურად, აქცია დაიშალა და ქუჩაში დასდევდნენ ამ ახალგაზრდებს ეს იყო უკვე არა პროტესტის, არამედ ქართული ახალგაზრდა სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულება,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე დრეს 7 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება, მისი თქმით სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები დაიცვას. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ქაშვეთის ტაძარიც კი ჩაკეტილი იყო და საპატრიარქო ვერ დადგა თავის სიმაღლეზე.

„ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

განცხადება გააკეთა მეუფე გრიგოლმაც. მისი შეფასებით ის რაც გუშინ მოხდა მიუღებელია

ყველანაირად მომხრე ვართ იმისა, რომ თვით ის უფლებებიც კი რაც ადამიანებს გვაქვს ყველას მოქალაქეებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში იყოს და განვითარდეს. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ის რაც ხდებოდა რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი არის. არ შეიძლება ასე ადამიანების გაწირვა, თუნდაც განსხვავებული აზრის. ვფიქრობ, რომ მაინც მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus