Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აქციაზე რეზინის ტყვიებით დაშავდნენ ჟურნალისტები

თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები. მათ უმრავლესობას სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა.  


აქციაზე დაშავდა როიტერსის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში მაკა ანთიძე. მას ზურგში მოხვდა აგურის ნატეხი, გაბზარული აქვს ნეკნი. 


დაშავდნენ მედიასაშუალება On.ge-ს ჟურნალისტები გვანცა ნემსაძე და ანა ვახტაგაძე, მათაც რეზინის ტყვიები მოხვდათ.


რეზინის ტყვია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რეზინის ტყვიები მოხვდათ ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის ოპერატორებსაც.


„ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა მათი კორესპონდენტი თორნიკე კოშკაძეც. 


რეზინის ტყვია მოხვდა რადიო თავისუფლების ოპერატორსაც. 


პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, გიორგი დიასამიძეს. 


civil.ge-ს ჟურნალისტს, გურამ მურადოვს ზურში აქვს რამდენიემე რეზინის ტყვია მოხვედრილი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


საგანგებო განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიცვალ ჟურნალისტების უსაფრთხოება. 


"კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ ." - აღნიშნულია განცხადებაში. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus