საპატრიარქო: მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს ცილისწამებების გამო
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. განცხადებით თანახმად, ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარმოაჩენს სიმართლისათვის დევნილ, კორუფციასთან მებრძოლ და ამ მიზეზით დასჯილ ადამიანად, მაშინ როცა საპატრიარქო წარმოჩენილია დამნაშავეთა მფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად. „ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე. Читать дальше...