Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები” – მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მდინარაძის თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია.

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე კვლევების დაბალ  მაჩვენებელს იმ ორგანიზაციას უკავშირებს, რომელმაც ქვეყანაში მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, NDI-ის კვლევას საქართველოში ის ორგანიზაცია ატარებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს.

„არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები. და როდესაც რომელიმე სხვა კვლევა, დაახლოებით 40%-ით ცდება ამ შედეგებს, რომელიც არჩევნებზე დაიდო, სულ რაღაც 2 დღის წინ, მაშინ ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულია და ამის მიზეზი, რადგან მეკითხებით პირდაპირ გეტყვით, არის ის თუ ვინ ატარებს საველე სამუშაოებს საქართველოში…. “CRRC-იმ“ მერამდენედ უკვე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინა სხვადასხვა ორგანიზაციები. სოციოლოგიური ხრიკების გამოყენებით, ზედმეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები მიუთითოს იმისათვის, რომ მოიტყუოს მთავარი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის დაბალი და ამასობაში იზრდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი. ამაზე სასაცილო მომენტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საზოგადოებაც უკვე ხვდება რასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

NDI-ის კვლების მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთი დაბალ რეიტინგული ფიგურაა და მოსახლეობის უმრავლესობა მის საქმიანობას არ იცნობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus