დონალდ ტრამპი აქებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას
აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების საუბრის მთავარი თემაა ფხენიანის ბირთვული განიარაღება. ეს საკითხი იდგა ყურადღების ცენტრში მათ პირველ სამიტზეც, რომელიც გასული წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა.
მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ჩრდილოეთი კორეა იღებს განიარაღების ვალდებულებას აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ. მაგრამ ამის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ფხენიანი განაგრძობს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.