როცა არდადეგები იწყება, ყველა კლასელი სხვადასხვა ადგილას მიდის დასასვენებლად. ჩვენს ოჯახსაც აქვს შერჩეული საყვარელი ადგილი - ეს ჩვენი აივანია. ზამთარში აივანზე ბამბებს ვდებთ, ვითომ თოვლია. ზაფხულში ბამბებს ვიღებთ, ვრეცხავთ და მომავალ ზამთრამდე ვინახავთ.