უმუშევრობა, პირველ რიგში, ჩემს მობილურ ტელეფონზე აისახა. ჯერ ოფისის ტელეფონის ნომერი წავშალე მისი მეხსიერებიდან. მაინც არავის სჭირდებოდა, ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვისარგებლია. საერთოდ, მისი ზარის ხმა ერთადერთხელ გავიგეთ: ვიღაც ინგლისურენოვანმა დარეკა საზღვარგარეთიდან, მაგრამ სხვაგან მოხვდა.