ეს ტრაგედია ეწერება უფრო დიდი მოვლენების ჯაჭვში და შემაშინებელ სოციოლოგიურ განზომილებას იღებს. ათეულობით მოკლული ქალი ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ტენდენციაა, რომლის გასაგებადაც არა ცალკეული შემთხვევების, არამედ საზოგადოების ანალიზი გვჭირდება.