Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად 2013 წელს გაცემული ნებართვის გამო. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ თანხმდებიან არც ადგილმონაცვლეობას და არც პარამეტრების შემცირებას.


„ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული. ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა. ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს. გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. გუშინ, მედიაშიც და სოციალურ ქსელშიც იყო საუბარი, რომ ნებართვას ვადა აქვს გასული, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ამის საფუძველზე მას აქვს უფლება მოითხოვოს 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად ნებართვის გაცემა. „ეს არის ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა და ახლა ყველაფერს ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ“ - განაცხადა ხმალაძემ.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად: ძალაში დარჩა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება, რომლითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით დამტკიცდა სპეციალური ზონალური  შეთანხმება და არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.


ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus